„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვშია - შეხვედრის დეტალები

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვშია - შეხვედრის დეტალები

6-04-2022, 14:55 - 2022
3 140
       

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე პოლიტიკური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად რუსეთში ვიზიტს მართავენ.
 
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბჭო ავრცელებს.
 
რუსეთის ფედერალური საბჭოს მიხედვით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს „საქართველოს პატიორთა ალიანსის“ მოღვაწეობის შესახებ ინფორამცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პარტია საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.
 
თარხან-მოურავმა საქართველო-რუსეთის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარების სურვილიც გამოთქვა.
 
შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსს“ ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი წარმოადგენდნენ.
 
მათთგან ერთად შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ პრეზიდენტი აგასი არაბიანიც ესწრებოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები