ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება - ოხანაშვილი უკრაინზე

ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება - ოხანაშვილი უკრაინზე

6-04-2022, 13:39 - 2022
1 664
       

„ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“.
 
წესი ეგეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა და ჩვენ შუამავალი თუ უნდა გვყავდეს „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“.

კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ უკრაინაში.

ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გასაკვირი შემდგომ, მათი რაღაცა ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია, ბევრისთვის არ უნდა იყოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები