ვუყურებ უკრაინელი ხალხის გენოციდს და მახსენდება, რა ააცილა და რა ჭკვიანურად იმოქმედა მიშა სააკაშვილმა - ჩარკვიანი

ვუყურებ უკრაინელი ხალხის გენოციდს და მახსენდება, რა ააცილა და რა ჭკვიანურად იმოქმედა მიშა სააკაშვილმა - ჩარკვიანი

5-04-2022, 19:53 - 2022
2 184
       

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ბუჩაში მომხდარ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ მიშა სააკაშვილმა ჭკვიანურად იმოქმედა.
 
ვუყურებ ახლა ჯოჯოხეთურ კადრებს, უკრაინელი ხალხის გენოციდს. რუსულ ფაშიზმს და პირველი თავში რაც მომივიდა აი ეს ფრაზაა: დიდ პატივს გცემთ პრეზიდენტო, დიახ დიდ პატივს ვცემ მიშა სააკაშვილს - საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ეს რა ჯოჯოხეთი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და რა ჭკვიანურად იმოქმედა და რას ააცილა ქვეყანა, ახლა ხომ ყველა ხედავს მთელი მსოფლიო ხედავს და იჯერებს რა ხდებოდა 2008 წელს, ერთ მხარეს პუტინი და მასზე მომუშავე - მისი მოსამსახურე ქართველი, გარეწარი პოლიტიკანები და მეორე მხარეს ახალგაზრდა პრეზიდენტი სააკაშვილი, (რომელმაც ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოიყვანა, ატეხა განგაში, იყვირა მთელი მსოფლიოს გასაგონად) და პატარა (აფხაზეთ გამოვლილი) საქართველო.
 
საქართველოს ყველა პრეზიდენტს ებრძოდა ( მეტ-ნაკლებად) რუსეთი, ყველგან გვხოცავდა აფხაზეთში, რუსთაველზე, ყველგან ყოველთვის.
 
ბრავო მიშა სააკაშვილს, იმ წინააღმდეგობას (2008 წლის)ბრძოლას ახლა იგებს და იჯერებს მსოფლიო!
 
გამაგრდი მეგობარო, სულ მალე ყველაფერი დალაგდება ! ნიჭიერი ხალხი დროს უსწრებს! ჰოდა მე ვფიქრობ არ ვართ უნიჭონი და ალბათ ხალხმაც უკვე იგრძნო დრო, (ასე მგონია ) დრო იმისა, რომ ეს სამარცხვინო კოლაბორაციონალები უნდა მოაცილონ ქვეყანას და ამ სამარცხვინო ხელისუფლების რიტორიკას და „თეიმურაზ ხევისთავის“ როლში დიდხანს ყოფნას არ დაუშვებენ, რადგან
 
როგორც მამაჩემი იტყოდა:დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად
“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები