წულუკიანი - უკრაინა გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა

წულუკიანი - უკრაინა გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა

5-04-2022, 17:23 - 2022
1 248
       

„ჩვენი ბრალი არაა თუ უკრაინა გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხალხი და მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი.
 
ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ სამწუხაროდ, უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. 
 
ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან. 
 
ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანაშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან, საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს
“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები