კობახიძე - სამწუხარო რეალობაა, ადამიანები, რომლებიც აქ არიან ოპოზიციაში, უკრაინაში ხელისუფლების ნაწილი არიან

კობახიძე - სამწუხარო რეალობაა, ადამიანები, რომლებიც აქ არიან ოპოზიციაში, უკრაინაში ხელისუფლების ნაწილი არიან

5-04-2022, 11:46 - 2022
839
       

„სამწუხარო რეალობაა, ადამიანები, რომლებიც აქ არიან ოპოზიციაში, უკრაინაში ხელისუფლების ნაწილი არიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 
 
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ალოგიკურია.
 
ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ვიხილეთ უახლოეს წარსულში, მათ შორის ელჩის გაწვევის სახით, ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს არის სამწუხარო რეალობა. 
 
ეს კონკრეტული ბრალდება არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა, მაინც მზად ვართ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესების დაცვას
“, - განაცხად ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები