არდადეგების განრიგები სკოლებში - ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

არდადეგების განრიგები სკოლებში - ინფორმაცია მოსწავლეებისთვის
5-04-2022, 01:41 - 2022
36 902

სკოლებში მეორე  სემესტრი 17 იანვრიდან განახლდა. სასწავლო პროცესის დასრულებამდე კი რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა, შესაბამისად, მოსწავლეები დაისვენებენ:
 
ოფიციალურად, უქმე დღეა 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, თუმცა, წელს შაბათი დღე ემთხვევა.
 
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
 
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
 
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
 
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა