ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
5-04-2022, 01:32 - 2022
808

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს.
 
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
 
ჯანდაცვის კომიტეტმა და მოწვეულმა სტუმრება სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები
რეკლამა