„ომი უკვე უბედურებაა, რომ დაიწყო ომი, ეს უკვე დამარცხებაა“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ „ლელოს“ დეპუტატის, დეა მეტრეველის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე დასმულ კითხვას.
ბოლქვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან, საქართველოს პარლამენტი აკეთებს ყველაფერს და იყენებს ყველა შესაძლო პლატფორმას უკრაინის მხარდასაჭერად.
„იმ დღიდან, რაც ეს უბედურება დაიწყო უკრაინაში, ყოველ დღე სისხლის მიცემიდან დაწყებული, თუ საერთაშორისო და საპარლამენტო განცხადებები, ყველა პლატფორმა გამოყენებული გვაქვს. მე პირადად ფული მაქვს შეგროვებული იმისთვის, რომ ფული წასულიყო უკრაინაში. ასევე, ჩვენ პარლამენტის თავჯდომარესთან ერთად მივედით და მოვინახულეთ ქალები, ბავშვები და ლტოლვილები. ასე რომ, არაერთ საჯარო, საერთო მიმართლებებში მე ჩავერთე“, - ამბობს ბოლქვაძე