დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

4-02-2022, 16:53 - 2022
542
       

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს რუსთავის პოლიციის განყოფილებაში ბრალი წარუდგინეს.

კირკიტაძეს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

დავით კირკიტაძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ბრალი არის აბსურდი და სასაცილო. პროკურატურა რას ითხოვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მცხოვრებლები. ჩვენ მათ თხოვნას ვუპასუხებთ ადეკვატურად. „ქართული ოცნება“ პასუხობს პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი და პოლიტიკური პოლიციით“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები