UNIAN: უნგრეთის არჩევნებში კვლავ პუტინის მეგობარმა, ვიქტორ ორბანმა გაიმარჯვა

UNIAN: უნგრეთის არჩევნებში კვლავ პუტინის მეგობარმა, ვიქტორ ორბანმა გაიმარჯვა

4-04-2022, 13:31 - 2022
569
       

უნგრეთის არჩევნებში კვლავ პუტინის მეგობარმა, ვიქტორ ორბანმა გაიმარჯვა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული UNIAN უნგრეთის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
 
ჩატარებული არჩევნების შედეგად, ბიულეტენების 98%-ზე მეტი დათვლილია და  ორბანის პარტია 53,1%-ით იმარჯვებს. ორბანი, რომელიც პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევა, მეოთხედ ხდება ქვეყნის პრემიერი.
 
ცნობისთვის, უნგრეთი უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ასევე მხარს არ უჭერს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები