„თბილისის პოზიციამ იმედი გამიცრუა... მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“ - უკრაინის რადას თავმჯდომარე

„თბილისის პოზიციამ იმედი გამიცრუა... მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“ - უკრაინის რადას თავმჯდომარე

3-04-2022, 19:31 - 2022
654
       

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ ადრე ფიქრობდა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მსგავს ბედს იზიარებდნენ.
 
თუმცა ის აღნიშნავს, რომ ომის პირობებში ხელისუფლებების პოზიციებმა მას იმედები გაუცრუა. 
 
ოდესღაც მეგონა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთიანდებოდა, რადგან ჩვენი ქვეყნები „დაკბენილია“ რუსეთის მიერ. 
 
მაგრამ ოფიციალური თბილისისა და კიშინოვის დღევანდელმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ, იმედი გამიცრუა. 
 
ისე, მეგობრები გაჭირვებაში იცნობიან. მაგრამ კარგია, რომ ჩვენს ხალხს განსხვავებული აზრი აქვს
“, - წერს სტეფანჩუკი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები