ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ უკრაინაში მთელი რიგი ტერიტორიების ოკუპაცია მიმდინარეობს, ამის შემჩერებელი არავინ არ არის

ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ უკრაინაში მთელი რიგი ტერიტორიების ოკუპაცია მიმდინარეობს, ამის შემჩერებელი არავინ არ არის
3-04-2022, 17:32 - 2022
899

„რუსეთის მიერ უკრაინაში მთელი რიგი ტერიტორიების ოკუპაცია მიმდინარეობს, ამის შემჩერებელი არავინ არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ისჯება ამ ომით.
 
რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ყველასთვის უაღრესად შემაშფოთებელი. 
 
4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული. ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას, დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. 
 
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. 
 
თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი გრძელდება. 
 
ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არავინ არ არის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინელების მიმართ
“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა