ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა

ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
3-04-2022, 17:27 - 2022
1 099

„ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი გრძელდება.
 
რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ყველასთვის უაღრესად შემაშფოთებელი. 
 
4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული. ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას, დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. 
 
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. 
 
თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი გრძელდება. 
 
ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არავინ არ არის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინელების მიმართ
“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა