რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა

3-04-2022, 01:01 - 2022
927
       

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში, სადაც პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები მიმდინარეობდა, დათვლილია ხმების 100%.
 
რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 90.61% მიიღო.
 

  • მამუკა ტუსკაძე (სოციალური სამართლიანობისთვის) – 6.95%;
  • კამალ მურადხანოვი (საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია) – 2.43%.
 
რუსთავში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარლამენტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები