„ომს სანქციები ვერ აჩერებს“ - პაპუაშვილი

„ომს სანქციები ვერ აჩერებს“ - პაპუაშვილი

2-04-2022, 23:21 - 2022
669
       

პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი „იმედის“ ეთერში განცხადებას აკეთებს.
 
ის აცხადებს, რომ საქართველოს შეერთებას სანქციებზე,   რუსეთისთვის ეფექტი არ ექნებოდა. 
 
სამწუხაროდ, ომს სანქციები ვერ აჩერებს, თუმცა ეს თავისთავად ზიანს აყენებს აგრესორ ქვეყანას. საქართველოს სანქციებს რაც შეეხება, ამას, რა თქმა უნდა, არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთზე. სუფთა ეკონომიკურად რომ შევხედოთ, ეს რუსეთისთვის იქნება ჩვეულებრივად სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში. არაფერი რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, სანქციებს მოჰყვება კონტრსანქციები და ჩვენ უკვე ვნახეთ განცხადებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ, რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი დამოკიდებულება სრულად ესმით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“, - ამბობს პაპუაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები