ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში „სამუშაო ვიზიტით“ ჩავიდა.
ბიბილოვის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილია შეხვედრა დონეცკის მარიონეტ ლიდერთან, დენის პუშილინთან.
„ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობენ“, - აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში.