უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა გადაწყვიტა გააუქმოს ყველა ფრენა რუსეთში ზაფხულის სეზონისთვის და ასევე ამოიღოს შესაბამისი მარშრუტები დაჯავშნის სისტემიდან.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად კომპანიამ გაავრცელა.
„Wizz Air მუდმივად აკონტროლებს არსებულ მდგომარეობას, ამიტომ ყველა ფრენა რუსეთიდან 30 ოქტომბრამდე გაუქმდება ზაფხულის სეზონის სრული განრიგისთვის. ფრენები ამოღებულია დაჯავშნის სისტემიდანაც“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.