გახარიას გუნდი სოც. დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ზრდის ინიციატივით გამოდის

გახარიას გუნდი სოც. დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ზრდის ინიციატივით გამოდის
4-02-2022, 14:32 - 2022
2 791

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ზრდის ინიციატივით გამოდის.

ამის თაობაზე პარლამენტში პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობა სოც. დაუცველი ოჯახებისთვის წევრზე 15-20 ლარით გაიზარდოს.

„კიდევ ერთხელ გვსურს შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათივე შეფასებით, მდუღარე ეკონომიკის ფარდის უკან ქვეყანაში უკიდურესად დამძიმდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება ღარიბ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებს, რომელთა რაოდენობამაც რეკორდულ ნიშნულს 650 000 ადამიანს მიაღწია. აღნიშნულს საპასუხოდ დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ორ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, პირველი, პარლამენტში ვაინიცირებთ კანონის პროექტს, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობის მოცულობა წელს და ყოველ მომდევნო წელს ოჯახის თითოეულ წევრზე 15-20 ლარით გაიზრდება. რაც  შეეხება მეორე ინიციატივას, ეს შეეხება ფასებს. გაზრდილი ფასების საპასუხოდ 150 000-ზე მეტი წევრისგან შემდგარ სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფთან ერთად პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი მიმართავს პარლამენტის ორ კომიტეტს, რომ დაჩქარებული წესით დროულად დაიწყონ თემატური მოკვლევა საწვავის ფასების ზრდის მიზეზებისა და შესაძლო ღონისძიებები შესახებ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, მოიპოვებს თუ არა „საქართველოსთვის“ ინიციატივა დეპუტატების მხარდაჭერას.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა