„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რაც პოლიტიკაშია, ერთადერთი არასწორი ინფორმაცია ტრუსკავეცთან დაკავშირებით გაავრცელა.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოვა დრო, როცა ისაუბრებს, როგორ მიიღო არასწორი ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, როცა ის სინამდვილეში საქართველოში იყო.
„რაც მე პოლიტიკაში ვარ და ზოგადად ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ერთადერთი არასწორი ინფორმაციის გახმოვანება მომიწია და იცით თქვენ ამაზე, ტრუსკავეცთან დაკავშირებით. სხვა ჩემი არასწორი ინფორმაცია არ გახსენდებათ, „მთავარი არხი“ რომ მიდასტურებს, უღრმესი მადლობა და ამასთან დაკავშირებითაც, მოვა დრო, დღეს ამის საუბრის დრო არ არის და ვილაპარაკებ, საიდან მქონდა მე ეს ინფორმაცია. ამას მე დღეს შემთხვევით არ ვამბობ. ჩემით რომ არ მომაფიქრდებოდა და არ დამესიზმრებოდა, ალბათ ამას ყველა დამემოწმებით“, - განაცხადა მდინარაძემ.