აპირებს თუ არა ზაალ უდუმაშვილი „ნაცმოძრაობის“ დატოვებას - უდუმაშვილის განცხადება

აპირებს თუ არა ზაალ უდუმაშვილი „ნაცმოძრაობის“ დატოვებას - უდუმაშვილის განცხადება

1-04-2022, 13:38 - 2022
3 202
       

რამდენიმე თვეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს ქვეყანაში მიმდინარე არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
 
უკავშირდება თუ არა უდუმაშვილის პასიურობა პარტიის მიმართ მის განაწყენებას და ხომ არ აპირებს ის „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, ამის შესახებ მან კომენტარი გააკეთა.
 
ამის მიზეზი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია, პირადი საქმეები მქონდა და მალე გამოვჩნდები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დამიტოვებია და იქიდან წამოსვლასაც არ ვაპირებ. პარტიაში კონფლიქტი არ მქონია, პოლიტიკაში ისევ აქტიურად ვიქნები  ჩართული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
 
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ზაალ უდუმაშვილმა  რამდენიმე თვის წინ დატოვა და მისი ადგილი პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაიკავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები