„სერიოზული პრობლემაა, როცა კრიმინალს, მიხეილ სააკაშვილს ნიშნავ რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
„არანაკლებ სერიოზულია პრობლემა, როდესაც შენთან კრიმინალად გამოცხადებულ, რეალურ კრიმინალს თან, მიხეილ სააკაშვილს ნიშნავ რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად.
ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, მე თუ მკითხავთ, ვიდრე თუნდაც ელჩის გაწვევა, გათავისუფლება და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.