საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც მისი და მთავრობის უკრაინის მიმართ განსხვავებულ პოზიციებს ეხებოდა.
„ეს ზუსტი დახასიათება არაა. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ესეც დიდ რაღაცას ნიშნავს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის.
ამავდროულად ვმონაწილეობთ ყველა რეზოლუციაში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერადაა მიღებული.
ასე რომ, ვფიქრობ, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ დიდი განსხვავებაა. შეიძლება სიტყვები, რომელთაც მთავრობა იყენებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.