შარტავაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა - ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

შარტავაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა - ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

31-03-2022, 19:12 - 2022
880
       

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
 
ამის შესახებ „რუსთავი 2-ს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.
 
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
 
ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია, დასჭირდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს“, - აცხადებენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
 
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები