საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს

საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს

31-03-2022, 15:14 - 2022
1 661
       

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნას გამოეხმაურა.
 
მისი თქმით, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია ოკუპირებულია.
 
სამწუხაროდ, დღევანდელ მძიმე სიტუაციაშიც კვლავ გვესმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც არის ღირებული როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები