ბიბილოვი - ჩვენ ვართ რუსეთის სუბიექტი, ამით ოსეთი გაერთიანდება, რაც აუცილებელია

ბიბილოვი - ჩვენ ვართ რუსეთის სუბიექტი, ამით ოსეთი გაერთიანდება, რაც აუცილებელია

31-03-2022, 12:46 - 2022
611
       

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთთან შეერთების შემთხვევაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება.
 
ჩვენ ალანია უკვე გვაქვს: ჩრდილოეთ ოსეთიც - ალანია და სამხრეთ ოსეთიც - ალანიის სახელმწიფო. 
 
ეს უკვე ერთი ალანიაა. როცა უკვე ვიქნებით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, იქნება პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტების გაერთიანებასთან. 
 
დღეს სამხრეთ ოსეთს შეუძლია რუსეთის ფედერაციაში შევიდეს როგორც რუსეთის სუბიექტი. 
 
ვფიქრობ, რომ ოსეთის გაერთიანება აუცილებელია
“, - განაცხადა ბიბილოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები