„ჭუჭყი არ გვინდოდა, გარეთ გამოგვეტანა, პრეზიდენტმა კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა.
„ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ.
როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, ეს არის რა თქმა უნდა, ერთგვარი ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა ჩვენ გარეთ გამოგვეტანა.
იგივე ვიზიტებთან დაკავშირებით, დაარღვია კონსტიტუცია არაერთგზის პრეზიდენტმა, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა, როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამაზე საუბრის დაწყების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.