კობახიძე პრორუსული და პუტინისტური „ალტ-ინფოს“ არსებობაში პრობლემას ვერ ხედავს

კობახიძე პრორუსული და პუტინისტური „ალტ-ინფოს“ არსებობაში პრობლემას ვერ ხედავს

30-03-2022, 13:38 - 2022
967
       

„პრორუსული პარტიები სამწუხაროდ ჩვენ გვყავს პარლამენტშიც“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „კონსერვატიულ პარტიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
 
კობახიძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე „ალტ- ინფო“
 
თუ რაიმე რეაგირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. იგივე ეხება ტელევიზიებსაც, არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ახორციელებს აგრესიის პროპაგანდას და აქაც სამწუხაროდ კანონმდებლობაა უძლური... მე მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან.

ნაცმოძრაობა ბევრად უფრო მძიმეა, ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, გარკვეულ წარმატებას აღწევენ არჩევნებში, აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედიარესურსები, შესაბამისად, ისინი ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია  ალტ -ინფოს“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები