„ცალსახად ტყუილს ამბობენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საგარეო უწყებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს დახურული მიმოწერაც.
„თუ ჩვენ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ეს მიმოწერა არის დახურული ფორმატის, როგორც მე ვიცი, ამას ვერ იტყვიან და სარგებლობენ ამით და უბრალოდ, ცალსახად ტყუილს ამბობენ, ეს არის ძალიან ცუდი. უკვე მეც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ დავაზუსტე, რომ რამდენიმე ელჩთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაზე პასუხი საერთოდ არ არის გაცემული და რამდენიმე ელჩთან დაკავშირებით არის წერილობითი უარი. რაოდენობრივად შესაძლებელია უფრო დააზუსტონ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო ცალსახად არასწორი ინფორმაცია, რომ მიმართვაზე, რაც გაიგზავნა, ყველაზე იყო დადებითი პასუხი, ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პასუხიც კი არ მიუწერიათ უკან საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არის რამდენიმე შემთხვევა, როცა წერილობითი უარია ნათქვამი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამის მიმართვაზე. იქ არის მთელი რიგი პროცედურები, სანამ თანახელმოწერასთან მივა საქმე, მანამდე არის პროცედურები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობას და ადმინისტრაციას შორის, რაც არის დახურული და თუ ისინი (პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია) იმით სარგებლობენ, რომ რადგან დახურულია, რაოდენობაზეც კი ვერ გააკეთებენ აქცენტს და საერთოდ ვერაფერს იტყვიან, ეს არის არასწორი წარმოდგენა, რამაც მათ მისცა საშუალება, თავიანთი გათვლებით, რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ“, -განაცხადა მდინარაძემ.