იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს - გუბაზ სანიკიძე

იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს - გუბაზ სანიკიძე

29-03-2022, 20:57 - 2022
648
       

„ფაქტია, რომ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
 
მისი თქმით, გაზაფხულზე უკრაინაში ყველა სერიოზულ გარდატეხა მოხდება.
 
ისეთი გრანდიოზული პროცესი მიდის, რომ ეს ხელისუფლება კი წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს, მაგრამ როგორც ჩანს, დიდხანს ვერ გაძლებს ხელისუფლებაში. 
 
გაზაფხულზე ყველა სერიოზულ გარდატეხას ველოდებით უკვე უკრაინაში. საქართველოში არაფერს არ ველოდები, რადგან ჩვენ ვართ განადგურებული და მიწაზე გართხმული სახელმწიფო. ფაქტია, რომ პოლიტიკური სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ აქვს უნარი, რომ რამე შეცვალოს. 
 
რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ ვართ ვალოდია ჯინჭარაძე, რადიატორთან ვსხედვართ. საერთოდ არავის აღარ ვახსოვართ. დავანებოთ თავი კობახიძესა და სხვებს. მანდ ფასეული არის მათი ბელადი, რომელიც მიმალვაშია
“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები