„ქართული ოცნების“ დეპუტატი: დღეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი ჰყავს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი: დღეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი ჰყავს

29-03-2022, 17:39 - 2022
1 316
       

„დღეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი ჰყავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება არის  ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა.
 
აქ ითქვა, რომ საქართველო აპირებდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ფართო აგრესია და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები. 
 
მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში საკადრის პასუხს გასცემენ ნებისმიერ აგრესორს. 
 
ხოლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით ართმევს თავს
“, - განაცხადა  ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები