„იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე“, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ როცა ორი ძმა ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე.
„როცა ორი ძმა, ან ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე, შუაში დგებიან და ცდილობენ დაამშვიდონ, დააწყნარონ, როგორ მოვაგვაროთ, გამოსავალი ვიპოვოთ...
აქ ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე“, - განაცხადა მეუფე იოანემ.