ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, წამლების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი:
- „ფარმადეპო“,
- „ავერსი“,
- PSP
- იმპექსი,
- GPC,
- „ფარმსახლი“
„თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-ამდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.