„საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა.
„საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო ომის პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად.
როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ ომის პარტიის ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.