ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საწვავზე აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმება შეუძლებელია.
მისი თქმით, ისინი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 8-9% აგენერირებს.
„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღესაა დაყენებული საწვავის ფასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად, აქციზისა და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებით. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 8%-დან 9%-მდე.
ბუნებრივია, ამ ეტაპზე შეუძლებელია საგადასახადო შემოსავლების ამხელა დაკლებაზე საუბარი, როდესაც მიმდინარე წელს დაგეგმილია ქვეყნის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები ჩვენი მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.