პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „რთულ მდგომარეობაშია“.
მან აღნიშნა, რომ უნგრეთი იქამდე მივიდა, რომ თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
„ახლა, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, ათასობით ადამიანის დაღუპვის, საცხოვრებელი უბნების დაბომბვის, რუსული არმიის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დანგრევის, საერთაშორისო სამართლის კუთხით კრიმინალური ქმედებების პირობებში, მიჭირს ასეთი დამოკიდებულების გაგება, ეს პოლიტიკა ძალიან ძვირი დაუჯდება უნგრეთს“, - განაცხადა დუდამ.