თბილისში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 20-მდე პირი დააკავეს

თბილისში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 20-მდე პირი დააკავეს

27-03-2022, 20:27 - 2022
631
       

თბილისში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 20-მდე პირი დააკავეს.
 
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
 
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.


ფოტო - „მთავარი არხი“

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები