ინდური კომპანია ცხვირში შესასხურებელი კოვიდვაქცინის ცდების საბოლოო ფაზას იწყებს.
„ნაზალური“, ანუ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინები შესაძლებელია, ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყოს ინფექციისგან დასაცავად, რადგან ისინი თავდაცვას სწორედ იქ გვთავაზობენ, სადაც ვირუსის აცილება ყველაზე მეტადაა საჭირო - სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში, სადაც ვირუსი პირველად ხვდება და შემდეგ მთელ ორგანიზმში შედის.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ცხვირში შესასხურებელ ათზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, რამდენიმე მათგანი უკვე ცდების მე-3 ფაზაშია. ამ ტიპის ვაქცინებს „ბუსტერად“ გამოიყენებენ იმ ადამიანებში, ვინც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აცრილია.