თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მის ცხოვრებაში მომხდარ, ბევრისთვის აქამდე უცნობ ამბავზე ისაუბრა.
ცერცვაძემ სტუდენტობის დროს მომხდარი ამბავიც გაიხსენა.
„პოლიციასთან მქონია პრობლემები. სტუდენტობის დროს, მე და ჩემი მეგობრები სოხუმში ვისვენებდით.
ახალგაზრდები ვიყავით და შინაგანაწესი დავარღვიეთ. ადმინისტრაციასთან ჩხუბი მოგვიხდა. შემოგველახა დირექტორი, რომელიც ძალიან მკაცრი ადამიანი იყო. პოლიცია გამოიძახა, დაგვიჭირეს. თმები გადაგვპარსეს და მოგვისაჯეს 15-დღიანი პატიმრობა.
საბედნიეროდ, ვიღაც ნაცნობები გამოგვიჩნდნენ, ასეთი წვრილმანი დანაშაულისთვის ნაცნობობა ჭრიდა და სამი დღე ვიყავით წინასწარი დაკავების საკანში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.