ადვოკატი: სააკაშვილი იქნება დარბაზში - ეს მიჩენს მოლოდინს, რომ ის ჩუმად არ იქნება

ადვოკატი: სააკაშვილი იქნება დარბაზში - ეს მიჩენს მოლოდინს, რომ ის ჩუმად არ იქნება

4-02-2022, 11:08 - 2022
706
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.

დღევანდელ სხდომას ექს-პრეზიდენტიც დაესწრება. კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი წარმოთქვამს თუ არა სიტყვას, ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პასუხობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დარბაზში ყოფნა უჩენს მოლოდინს, რომ „ის ჩუმად არ იქნება“.

„მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე და შესაბამისად, ალბათ, სასამართლო იქნება საინტერესო ამის გამო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები დარბაზში. ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება დარბაზში, მიჩენს მოლოდინს, რომ ის ჩუმად არ იქნება. არ ვიცი, ვინ გამოიკითხება დღეს, წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები