ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ „ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას“.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის ევროპული გზისკენ მიმართული.
„მმართელ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას”, - განაცხადა აუსტრევიჩიუსმა „რადიო თავისუფლებასთან“.