„საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება“, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.
ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის, რომ „როცა უკრაინას მორჩება, საქართველოს ჯერიც დადგება“.
„საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება - მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს - უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს”, - განაცხადა აუსტრევიჩიუსმა „რადიო თავისუფლებასთან“.