თენგიზ ცერცვაძე: საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა

4-02-2022, 09:58 - 2022
617
       

„ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ გავრცელებას „მაქსიმალურად ეფექტიანი მართვა“ დაუპირისპირეს.

„იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონს“ შედარებით ნაკლები მძიმე მიმდინარეობა და სიკვდილობა ახასიათებს, ვიდრე „დელტა“ შტამს, ინფიცირებულთა საერთო რიცხვის ძალიან სწრაფი მატების გამო, მთელ რიგ ქვეყნებში სიკვდილობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება. უძლიერეს, სრულად ვაქცინირებულ და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყანაში, აშშ-ში ყოველდღე ფიქსირდება 3 000 და მეტი გარდაცვალების შემთხვევა. ასე რომ, ეს ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ჩვენ ამას დავუპირისპირეთ მაქსიმალურად ეფექტიანი მართვა, რასაც ჯერ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახორციელებს. რაც შეეხება რეგულაციებს, რამდენადაც ვიცი, ის რეგულაციები დარჩა, რაც იყო და რამე არ გაუქმებულა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები