„ბელარუსებს გენეტიკაში არ აქვთ ომი“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი ომში ჩაერთვება, თუ თავს დაესხმებიან.
„ერთადერთი გზა არსებობს, რომ ბელარუსი ომში ჩაერთოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას და მათი აგრესია ბელარუსისკენ იქნება მომართული.
ათასჯერ გავიმეორე, რომ უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ.
ბელარუსებს გენეტიკაში არ აქვთ ომი. თუმცა, ახლა მიმდინარეობს საინფორმაციო ომიც და აუცილებელია, რომ მას მშვიდად და სწორად ვუპასუხოთ“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.