25 მარტს თბილისის ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

25 მარტს თბილისის ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
25-03-2022, 00:50 - 2022
725

თბილისის სხვადასხვა რაიონის აბონენტებს 25 მარტს ენერგომომარაგება შეეზღუდება. 
 
ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს, მათივე განმარტებით, შუქის შეწყვეტა სხვადასხვა სამუშაოებს უკავშირდება.
 
რომელ კონკრეტულ ქუჩებს შეეზღუდება ელექტროენერგია:
 
ნაძალადევის რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.
 
სამგორის რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილი-3 I, III, IV, X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, ჩაჩუას, შუამთის, საცხენისის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების  მოსახლეობას.
 
მთაწმინდის რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ზუბალაშვილების, ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მოსახლეობას.
 
კრწანისის რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის  III მიკრორაიონის და ჟორდანიას ქუჩის მოსახლეობას.
 
საბურთალოს რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მირიანაშვილის, ქარსელაძის და მეფე არჩილის ქუჩების  მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბურძგლას, შმიდტის, საირმის, ტატიშვილის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ნადირაძის, ქავთარაძის, მამასახლისოვის და შავიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მოსახლეობას.
 
გლდანის რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის, ილორის, ქერჩის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.
 
ვაკის რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების (ნაწილობრივ) და წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
 
დიდუბის რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ჩაჩავას და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა