„ვინც არ დამიჯერა, ყველა გარდაიცვალა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში საუბრობს.
ის ეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინას დღემდე „პრინციპულად“ არ იკეთებენ.
„არ დავაბრალებ სხვას არავის, მე საკუთარ გარემოცვაში მყავს ადამიანები, რომლებიც პრინციპულად არ იკეთებენ ვაქცინას დღესაც.
როგორ არ ვეუბნები, მე ხომ არ შემიძლია მათრახი გამოვიყენო? ადამიანს ენა გაქვს და ტვინი მეტი არაფერი. მყავს უამრავი ადამიანი, ხაზს ვუსვამ, მე მათ სულებს წინაშე ქედს მოვიხრი, ჩემი უახლოესი ადამიანები, რომლებმაც არ დამიჯერეს და არ აიცრნენ, ოჯახის წევრები აცრეს, თვითონ არ აიცრნენ, ვინც არ დამიჯერა ყველა გარდაიცვალა თითქმის“, - განაცხადა ლადო კახაძემ.