საფრანგეთის ელჩი: იმედია, საქართველო არ გადაიქცევა შავ ხვრელად

საფრანგეთის ელჩი: იმედია, საქართველო არ გადაიქცევა შავ ხვრელად

24-03-2022, 21:47 - 2022
980
       

„იმედია, საქართველო არ გადაიქცევა შავ ხვრელად“, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასიმ პარლამენტში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა დაემსგავსოს ტაჯიკეთს.
 
თავისთავად, ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. 
 
ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. 
 
ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ძალიან ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს შავი ხვრელის საწარმოდ ბიზნესისთვის, როგორიც არის ტაჯიკეთი. 
 
ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ასევე, პრემიერმინისტრთან
“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები