პრემიერი - ჩვენი ჯარი ძლიერია და NATO-სთან ურთიერთთავსებადი

პრემიერი - ჩვენი ჯარი ძლიერია და NATO-სთან ურთიერთთავსებადი

24-03-2022, 15:01 - 2022
899
       

„ჩვენი ჯარი ძლიერია და NATO-სთან ურთიერთთავსებადი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“-ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ჯარის მაღალ კვალიფიციურობას.
 
ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ყველა საფეხური დაგეგმვიდან შეფასების პროცესამდე ჩვენი სამხედროების მიერ ხორციელდება ნატოს სტანდარდებით მიხედვით.
 
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალ კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს.
 
ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიცაა გვყავდეს საუკეთესო მომზადების, თანამედროვე, ძლიერი ჯარი, რომელიც ეფექტურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას.
 
მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატოსთან ურთიერთთავსებადი მეტად ვიდრე ოდესმე
“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები