„ხვალ და ზეგ თბილისში არ ვიქნები და როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ“ - დავითულიანი ქართველი გმირებისთვის პატივის მიგებაზე

„ხვალ და ზეგ თბილისში არ ვიქნები და როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ“ - დავითულიანი ქართველი გმირებისთვის პატივის მიგებაზე

24-03-2022, 14:37 - 2022
768
       

„ხვალ და ზეგ თბილისში არ ვიქნები და როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ“, - ასეთია ბექა დავითულიანის პასუხი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგებაზე.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული გმირებისადმი სახელმწიფომ გამოხატა პატივისცემა, როცა მათი ჩამოსვენების ხარჯები დაფარა.
 
ვიზიარებ ამ ოჯახების მწუხარებას, მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და მათ მიმართ გამოხატა სახელმწიფომ პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან.

ხვალ და ზეგ თბილისში არ ვიქნები და როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები