„რუსეთი პროვოკაციაზეა გადასული, კარგად გვესმის, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი“ - პრეზიდენტი

„რუსეთი პროვოკაციაზეა გადასული, კარგად გვესმის, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი“ - პრეზიდენტი

3-02-2022, 23:35 - 2022
677
       

„რუსეთი პროვოკაციაზეა გადასული, კარგად გვესმის, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ვითარება მშვიდობიანი დეესკალაციისკენ უნდა წავიდეს.

მოგვეცა საშუალება, რომ გაგვეცვალა ინფორმაცია იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრაინაში და უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან. 

ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალის მობილიზება უკრაინის საზღვარზე და სამხედრო ვითარების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშანი იმისა, თუ რამდენად არის დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე, რაზეც მთელი ევროპული და დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით.

მცდელობებით, დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს ეს ვითარება. მაგრამ ამისათვის საჭიროა ორივე მხარემ დათმოს.

ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ საფრთხეები რაც არსებობს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება და ჩვენ თუ ამაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენც გვემუქრება.

ჩვენი სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი. ეს არის სოლიდარობა არის ქვეყნისგან, რომელიც განიცდის დღემდე ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალსი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები