„ვერავინ იქნება დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია უკრაინაში დამარცხების ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში“, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვას - „იქნება თუ არა საქართველო შემდეგი?“.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ახლა დაუცველია, მსოფლიოს ყურადღება კი უმნიშვნელოვანესი.
„იქნება თუ არა საქართველო შემდეგი, ეს ძალინ რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა, ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს ეს აღარ განმეორდება. ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, ვერავინ იქნება დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია უკრაინაში მისი დამარცხების ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში.
ჩვენ უკვე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებზეც ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.